ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს. მათი თქმით, ყველა ინფიცირებულის კონტაქტი ცნობილია.
“ჩვენს მუნიციპალიტეტში 15ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ მალე ყველა ინფიცირებულს თბილისის კლინიკებში გადაიყვანენ”,- განაცხადეს ბოლნისის მერიაში.
ცნობისთვის, ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 135 ფაქტი დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები