ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – არიან დაშავებულები
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ორი მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, როგორც გაირკვა, ორის მდგომარეობა მძიმე, ხოლო ერთის საშუალო სიმძიმისაა.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო