მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა​ FLEX-ის გამარჯვებული სამი ხობელი მოსწავლე გახდა

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული სამი ხობელი მოსწავლე გახდა. ესენია არიან: ქალაქ ხობის N 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე – დავით კორტავა,  ხამისკურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე – ფიქრია თოლორდავა და ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე – დიანა კოტრიკაძე.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ამერიკის კულტურასა და ხალხს, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ, მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

“პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები