აზერბაიჯანში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 2879 ინფიცირებულია.
ვირუსს 35 პაციენტი ემსხვერპლა.
ოპერატიული შტაბის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის დამარცხება 1833 პირმა შეძლო.
სულ რესპუბლიკაში კორონავირუსზე ტესტი 214 291 ადამიანს გაუკეთდა.