ლევან ნიკოლეიშვილი: მურმან დუმბაძე, რომელიც ვერ მალავს თავის რადიკალურ განწყობებს, ხელისუფლების რევოლუციის გზით დამხობის მოწოდებით გვევლინება
“მავნებელ-რადიკალთა ავი ზრახვები შიზოფრენიიდან უკვე კრიმინალთა სახიფათო ქმედებებში გადადის – ლუსტრაცია გრძელდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მურმან დუმბაძეს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერი გზით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს იქნება არჩევნები თუ რევოლუცია.
ნიკოლეიშვილის თქმით, ცუდი არ იქნება, შესაბამისი სტრუქტურებიც თუ დაინტერესდებიან ამ სახის გამოხტომებით.
„გრძელდება ლუსტრაცია: მავნებელ-რადიკალთა ავი ზრახვები შიზოფრენიიდან უკვე კრიმინალთა სახიფათო ქმედებებში გადადის. არის ასეთი – მურმან დუმბაძე, რომელიც აშკარად ვერ მალავს თავის რადიკალურ განწყობებს და ხელისუფლების რევოლუციის გზით დამხობის მოწოდებით გვევლინება. აქამდე ეს „პოლიტიკოსი”, ძირითადად, სხვადასხვა პარტიაში ხეტიალითა და შამანურ-ჯადოქრულ-ჭინკური გამონათქვამებით იყო ცნობილი. ახლა უკვე მასში მაინც დესტრუქციამ და კრიმინალმა სძლია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაუოკებელი ჟინით უნდა შემდგომში ხელის მოთბობა. ცუდი არ იქნება, შესაბამისი სტრუქტურებიც თუ დაინტერესდებიან ამ სახის გამოხტომებით”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.