ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა, რაც 5 მაისს მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება. დღეს დილიდან აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ვითარებას ის ზედამხედველი კომპანია სწავლობს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

“გზის გაწმენდამდე გეოლოგების ნებართვას ელოდებიან, რათა საფრთხე და რისკი სწორად შეფასდეს და ამის შემდეგ დაიწყოს სამუშაოები. 35-კილომეტრიანი მონაკვეთი ქვა-ღორღისა და მეწყერისგან გასუფთავდა, თუმცა კიდევ მიმდინარეობს მეწყრულ-ღვარცოფული ადგილების დამუშავება. სავარაუდოდ, 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება“, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, ფშაველი -აბანოს გზაზე, რთული კლიმატური პირობების გამო, ვიზიტორები მოგზაურობას 5 ივნისიდან შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები