ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სასურსათე პროდუქტის გადაცემა გრძელდება
საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი – ჯანო პერტაია, ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს სახლში ესტუმრნენ, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და სასურსათე კალათა მიუტანეს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.