პოლ ვანდორენი: ევროკავშირმა საქართველო თავის წევრად უნდა მიიღოს

“ევროკავშირის ინსტიტუციებმა უნდა გააგრძელონ იმის უზრუნველყოფა, რომ პროევროპული ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც თავიანთ საბოლოო მიზანს”, – ამის შესახებ დოქტორი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი ხორვატიაში და ევროკავშირის მოქმედი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, პოლ ვანდორენი წერს.

“ეს არაჩვეულებრივი დროა დიპლომატიურ და საგარეო საქმეთა სამყაროში დასამკვიდრებლად. როგორც ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი სამყაროც კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა. ურთიერთობებს სახელმწიფოებში და მათ შორის ახლა თითქმის ექსკლუზიურად განაგებს ამ ლეტალური ვირუსის სამწუხარო გავლენა. მედიკამენტებისა და აღჭურვილობის ექსპორტი, სამოგზაურო აკრძალვები, რეპატრიაციები და, რა თქმა უნდა, გადაბრალების თამაში და დეზინფორმაციის უპრეცედენტო დონე.

ამ სათაურების ქვეშ, ძირითადად (და გასაგებად), უგულებელყოფილი, საერთაშორისო ურთიერთობების ბიზნესი გრძელდება. ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება: უზარმაზარი მიღწევა პატარა, ახალგაზრდა ქვეყნისთვის (დიდი ისტორიის მიუხედავად) და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და წარმატებული სამხედრო ალიანსის გაფართოებისთვის.

იმავე დღეებში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოფიციალურად დაიწყონ გაერთიანების მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნისთვის და პირველი ნაბიჯი ურსულა ვონ დერ ლეინის პრეზიდენტობის პერიოდში თვითგამოცხადებული ”გეოპოლიტიკური” კომისიის მხრიდან.

როგორც ევროკავშირის პირველ და უკანასკნელ ელჩს ხორვატიაში (ჩემი სამსახური ბედნიერად გაუქმდა, როდესაც 2013 წელს ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანდა), მე გამომიცდია, პირველ ყოვლისა, სიხარული და იმედი, რომელიც ასეთ მომენტებს მოაქვს, მაგრამ ასევე თავდაუზოგავი შრომაც ასეთი მომენტების მისაღწევად. ეს პროცესი მოითხოვს საზოგადოების ყველა ფენის მობილიზებას და დიდ ძალისხმევას კანონის უზენაესობის დანერგვისა და განხორციელებისთვის, სასამართლო სისტემის განახლებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ახალი კანონმდებლობის ათასობით გვერდის მიღებისთვის.

ყველა ეს ძალისხმევა მიმართულია სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დასავლეთ ბალკანეთის ამ ქვეყნების ევროინტეგრაციისკენ. სამხრეთ კავკასია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია ევროკავშირის გაფართოებისთვის. საქართველოს მთავრობა ცალსახად პრო-ევროპულია (და ასევე პრო-ჩრდილოატლანტიკური), რომლის ლიდერებსაც არ დაუმალავთ ორივე ექსკლუზიურ დასავლურ კლუბში გაწევრიანების სურვილი. მთავრობის გეგმები – რაც მთავარია – ფართო პოპულარობით სარგებლობს, ქართველთა 80% ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას მხარს უჭერს. ევროკავშირი არის საქართველოს ყველაზე დიდი დონორი და ძლიერი პარტნიორი. 2016 წელს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ამბიციური ხელშეკრულება ამოქმედდა. ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის აქტი საქართველოსთვის, რომელიც ამტკიცებს მის ევროპულ იდენტობასა და მისი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, რომ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირი ჩამოაყალიბოს. რა თქმა უნდა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დამაფიქრებელი ფაქტორი. სპილო (ან, უფრო სწორად, დათვი) ოთახში. ამჟამად, რუსეთის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ, (რომლის დროსაც, როგორც დიპლომატი, მე გამგზავნეს მოსკოვის ევროკავშირის საელჩოში) საქართველოს წინა მმართველი გუნდის პერიოდში.

ორ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო რუსეთის მხრიდან მუდმივი კიბერ-თავდასხმები და დეზინფორმაციული კამპანიები მიზანმიმართულად არის შექმნილი იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობას ევროპასთან უფრო დაახლოებაში. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია ევროკავშირის დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული ჩართულობისთვის. ევროკავშირის გეოპოლიტიკური გავლენა და ძალა არსებითად არის დაფუძნებული მის შესაძლებლობებზე ფართო ევროპულ რეგიონში, რომ იმოქმედოს როგორც მაგნიტმა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი პრობლემური წარსულიდან გაქცევა (განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის მიერ დაზარალებული ქვეყნები). ბრიუსელმა უნდა გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც საბოლოო მიზანს. თუმცა როგორ უნდა მივაღწიოთ ამას პრაქტიკაში სამხრეთ კავკასიაში არსებული სირთულეების ფონზე? პირველი წესი უნდა იყოს წახალისება და საზოგადოების აღიარება. თბილისში არსებული ქართული ოცნების ამჟამინდელმა მთავრობამ უხელმძღვანელა ეკონომიკურ რენესანსს: საქართველო ამჟამად მე -7 ადგილზეა “ბიზნესის კეთება მარტივად” ყოველწლიურ რეიტინგში (ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ზე წინ); ეკონომიკური თავისუფლების მემკვიდრეობის გლობალური ინდექსით – მე -12 ადგილზე; მთავრობამ კი შეამცირა სიღარიბე 50%-ით, რადგან ,,ღარიბებმა მნიშვნელოვნად ისარგებლეს მთავრობის სოციალური პოლიტიკით” და ,,ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით,” მსოფლიო ბანკის თანახმად. ეს ჩანაწერი იმსახურებს საზოგადოებრივ აღიარებას. ევროკავშირის ლიდერები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ბოლოდროინდელ რეფორმებში: ევროკავშირის ელჩმა თბილისში, აშშ-სთან, გერმანიასა და ევროსაბჭოსთან ერთად ხელი შეუწყო ბოლო საარჩევნო რეფორმების პაკეტს, რომ საქართველოს სისტემა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებულ სისტემას. რეფორმა ზრდის პროპორციული ადგილების რაოდენობას და ადგენს პროპორციული არჩევნების საარჩევნო ბარიერს. მთავრობამ და ოპოზიციამ ასევე ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც ხაზგასმულია იმ ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც არასათანადო საარჩევნო პროცესი და სასამართლო სისტემის პოლიტიზაცია.

ევროკომისიამ ეს შეთანხმება აღწერა, როგორც ,,ყველა მხრიდან პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი, რაც ასახავს საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს”. ევროკავშირის ელჩმა თბილისში, კარლ ჰარცელმა, ძლიერი პრეცედენტი ჩამოაყალიბა ამ ”დაპირისპირების ფაქტორების” მიდგომასთან დაკავშირებით, რომელშიც შეაქო საქართველოს მთავრობის ნაადრევი და გადამწყვეტი პასუხი COVID-19–ზე და მოსახლეობის მხრიდან მიმღებლობა (ქვეყანას აქვს საკმაოდ შეზღუდული რაოდენობის შემთხვევები თერთმეტი დაფიქსირებული სიკვდილით, ადრეული მოგზაურობის აკრძალვებისა, შეზღუდვებისა და კარგი რესურსების მქონე ჯანდაცვის სისტემის წყალობით). ევროკავშირმა უკვე გამოუყო საქართველოს დახმარების პაკეტი 20 მილიონი ევროს ოდენობით კორონას კრიზისთან გასამკლავებლად; დიდი ალბათობით, მომავალში კიდევ იქნება მათი მხრიდან დახმარება.

საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს არსებული კრიზისის დასრულების შემდეგაც. ინსპირაციისთვის, ვონ დერ ლეინის კომისიამ უნდა გადახედოს ბალტიის სახელმწიფოებისა და ხორვატიის მაგალითებს: სადაც მოცემულია პროდასავლური, რეფორმირებადი და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა – ჩაერთეთ, ჩაერთეთ, ჩაერთეთ”, – აცხადებს პოლ ვანდორენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები