ირაკლი შონია: სამეგრელო-ზემო სვანეთი CPMR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ალექსანდრე მოწერელიას დამსახურებაა

ანალიტიკოსი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის საზღვაო რეგიონების კავშირში, CPMR-ში გაწევრიანებას გამოეხმაურა. როგორც პოლიტოლოგი წერს, აღნიშნული გაერთიანება 1973 წელს შეიქმნა და ორიენტირებულია ისეთ სფეროებზე როგორიც არის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა, საზღვაო პოლიტიკა, გაერთიანება მხარს უჭერს რეგიონების გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება პროექტების დაფინანსებას ევროკავშირის ეგიდით:

,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირის, CPMR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა რეგიონის რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას დამსახურებით!

conference of peripheral maritime regions-ი წარმოადგენს საზღვაო კავშირს, რომელიც ოცდაოთხი ქვეყნის 150 რეგიონს აერთიანებს. მასში შედიან ისეთი მოწინავე ქვეყნები, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ფინეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პორტუგალია, დანია, საბერძნეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, თურქეთი და სხვა ეკონომიკურად განვითარებული საზღვაო ქვეყნები…

47-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა იტალიის ქალაქ პალერმოში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა წევრი ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია. სადაც საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რასაც მოჰყვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გაწევრიანება სრულუფლებიანი მანდატით!

ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის! “გვაქვს შესაძლებლობა საზღვაო საქმიანობის, ტურიზმის განვითარების, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებისა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის განვითარების დონეს!“, –  წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები