მარინა ენდელაძე: შეიძლება, კორონავირუსის მეორე ტალღა წამოვიდეს, მაგრამ მგონია, რომ ასეთი მასობრივი არ იქნება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ვარაუდობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა წამოვა, ისეთი ძლიერი არ იქნება, როგორც – პირველი. ამის შესახებ ენდელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„გამოთვლებს აკეთებენ ეპიდემიოლოგები, მაგრამ 100 %-ით ვერ ამბობენ, თუმცა, ეს შესაძლებელია. არის ამის მოლოდინი, რომ შეიძლება, მეორე ტალღა სექტემბრის თვეში იყოს.
ჩემი პირადი აზრია, რომ ისეთი სიძლიერით არ იქნება. ჩვენთან მაინც კარგად მოგვარდა ეს სიტუაცია. ჩვენზეა დამოკიდებული. შეიძლება, წამოვიდეს მეორე ტალღა, მაგრამ მგონია, რომ მაინც ისეთი მასობრივი არ იქნება მთელს მსოფლიოში, როგორც ეს პირველ ტალღაზე იყო“, – განაცხადა ენდელაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე