ლანჩხუთში მოსახლეობისთვის სასურსათე პაკეტების გადაცემა გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ლანჩხუთში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. სასურსათე პაკეტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილეებთან – ბიძინა იმნაიშვილსა და ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ 50 ოჯახს სახლში მიუტანა.
„აღნიშნული აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა პროფკავშირის, კერძო სექტორისა და ორგანიზაცია „გურია ნეტის” დახმარებით შედგა, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ამ დროისთვის ლანჩხუთში დახმარება მოწყვლადი კატეგორიის 1000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. დახმარებები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაგრძელდება”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები