სამტრედიაში, ბაგრატიონის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო

სამტრედიაში, ბაგრატიონის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ამ წუთებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რესპუბლიკის პირველ ჩიხში.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.
დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურა გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები