სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 91 უარყოფითი პასუხი მიიღეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 91 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. მედიკოსებმა სულ 113 ბიოლოგიური მასალა აიღეს, 22 მათგანის პასუხს დღეს ელოდებიან. მათივე ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროითვის, 15 პირი რჩება.
რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 178 პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 914 პირს მოეხსნა. 13 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, ე.წ. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ერთი პირი დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები