ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სისხლის უანგარო დონაციის აქცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო ყაზბეგის მერმა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ა(ა)იპების წარმომადგენლებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა.
დონაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კორონავირუსის პრევენციის მიზნით. სისხლი შეიძლება, ადამიანის განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა აღმოჩნდეს, რომლის გარანტიც თქვენ, უანგარო დონორი ხართ!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები