ბაღდათში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები განახლდა.
სოფელ როხში ე.წ შემოვლითი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 1,800/მ. გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია – “ჯეო როუდ ინვესტი” ასრულებს. პროექტის ღირებულება 735,675 000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ როხის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ გოგსაძემ მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთნ ერთად დაათვალიერა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან როხის მოსახლეობას რამდენიმე სოფელთან აკავშირებს.