ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მადლობას უხდის

ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მერიჩელ ბატეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართულ საუბარს გამოეხმაურა.

მერიჩელ ბატეტი ესპანეთში არსებული სიტუაციისადმი ინტერესისა და ესპანელი ხალხისადმი თანაგრძნობის გამოჩენის გამო, არჩილ თალაკვაძეს მადლობას უხდის.

„დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა. მას მადლობა გადავუხადე ამ რთულ ჟამს ესპანეთში არსებული სიტუაციისადმი ინტერესისა და ესპანელი ხალხისადმი თანაგრძნობის გამოჩენის გამო“, – დაწერა ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები