“ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ფოთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზურაბ ჩაჩუა გადააყენეს. აღნიშნულ პოზიციაზე ის სამსონ კუტალიამ ჩაანაცვლა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ფრაქციის თავმჯდომარის გადარჩევის მიზეზი ბოლო თვეებში ხარვეზიანი მუშაობა იყო.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის გადარჩევა ფრაქციის წევრების მიერ იქედან გამომდინარე მოხდა, რომ ეს გუნდის შიგნით გადასაწყვეტია. ბოლო თვეების განმავლობაში ფრაქციის მუშაობასთან დაკავშირებით იყო რაღაც ხარვეზები და ჩვენ, პროცესის გაჯანსაღების მიზნით, ფრაქციის წევრებმა საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ახალი თავმჯდომარე აგვერჩია“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საკრებულოს დღევანდელი სხდომა მედიისთვის დახურული კარს მიღმა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები