ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ჯიბინაური-ბროლაძეების მიმართულებით 500 მეტრზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. გზასთან ერთად, მიმდინარეობს წყალგამტარი მილებისა და ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობაც.

პროექტის საერთო ღირებულება 245 309 ლარია.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი – მუხრან კაკაბაძე, ხელვაჩაურის მერი – ჯუმბერ ვარდმანიძე მოადგილესთან – არჩილ ბარამიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები