სამტრედიაში, გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერიამ, გარევაჭრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში არსებული ბაზრების ადმინისტრაციის, სამართალდამცავი სტრუქტურების, საგადასახადოსა და სურსათის უვნებლობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536-ე  მუხლის შესაბამისად, ქალაქ სამტრედიის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

“აკრძალვითი ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. სამტრედიის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობასა და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში, შეღავათიან, მათთვის მაქსიმალურად სასურველ პირობებში სთავაზობს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მერიის ჩართულობით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები სისტემატურად ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები