მარინა ეზუგბაია: ჩვენს კლინიკაში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკა გუშინ 6 გამოჯანმრთელებულმა მოზარდმა დატოვა და ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი განაგრძობს მკურნალობას.

“ჩვენს ცენტრში 34 პაციენტი მკურნალობს და აქედან 33 არის დადასტურებული. ერთი არის შესაძლო შემთხვევა, რომელსაც გამოკვლევას ვუტარებთ. 8 დადასტურებულიდან ორი შემთხვევა ჩვენთან შემოიყვანეს. ორივე შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან. გუშინ 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ჩვენთან უკვე 136 პაციენტიდან 97 გამოჯანმრთელებულია. საინტერესო არის, ის რომ 6-ვე გამოჯანმრთელებული მოზარდია, მათ კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვეს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი არასრუწლოვანი დაგვრჩა.

კრიტიკული პაციენტს რაც შეეხება – მდგომარეობა დასტაბილურებულია უკვე მესამე დღეა, მაგრამ პროგნოზირება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ერთი-ორი დღესაც თუ მისი მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაშინ შეიძლება, მის გამოჯანმრთელებასა და კარგ პროგნოზზე ვისაუბროთ. სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა და საშუალო სიმძიმის პაციენტებად მოიაზრებიან. ამ ეტაპზე, ძირითადად, საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები