პოლონეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა და რუსეთი მთავარ საფრთხედ დაასახელა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც მთავარ საფრთხედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა დასახელებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული კანონის მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც სტრატეგიული და დასაგეგმი დოკუმენტების იერარქიას დაადგენს.

დოკუმენტში უსაფრთხოებასთან, საფრთხეებსა და პრობლემებთან დაკავშირებული ვითარებაა აღწერილი, ასევე, სასურველი ქმედებები. სტრატეგია შეეხება პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სოციალურ საკითხებს, ასევე, კლიმატურ რისკებს.

სტრატეგიაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ქვეყნის მთავარ საფრთხედ არის დასახელებული.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, დუდამ განაცხადა, რომ სტრატეგია, პირველ ყოვლისა, ასახავს იმ ცვლილებებს, რომლებიც პოლონეთსა და მსოფლიოში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მოხდა.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო ნატო-ს ჯარი გამოჩნდა, სამხედრო ნაწილების რიცხოვნობა და დაფინანსება კი გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები