ვეფხვია გულედანი: „ნაციონალურ მოძრაობაში” გააანალიზეს, რომ არჩევნებში მარცხი გარდაუვალია და გამოსავალს დესტრუქციაში ხედავენ

„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის დამხმარე ქვეპარტიებში მკაფიოდ გააანალიზეს, რომ, ნებისმიერი საარჩევნო მოდელით, მარცხი გარდაუვალია და გამოსავალს დესტრუქციაში, არჩევნების ჩაგდების მცდელობასა და იგნორირებაში ხედავენ”, – ამის შესახებ ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი აცხადებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების მისდამი ნდობა აამაღლა, ოპოზიცია კი რთულ მდგომარეობაში მოექცა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ახალი პროვოკაციაა ოპოზიციის მხრიდან, ხოლო ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები უკვე კარგად ნაცნობი და ძველი ამბავია. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის დამხმარე ქვეპარტიებში მკაფიოდ გააანალიზეს, რომ, ნებისმიერი საარჩევნო მოდელით, მარცხი გარდაუვალია და გამოსავალს დესტრუქციაში, არჩევნების ჩაგდების მცდელობასა და იგნორირებაში ხედავენ. ხელისუფლებამ კი საზოგადოების მისდამი ნდობა აამაღლა, განსაკუთრებით – ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სწორი და შედეგიანი მართვის ფონზე. შესაბამისად, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაში მოექცა.

ამგვარად, შეთანხმების ჩაგდება და ამით ოპოზიციის ვაჭრობა ხელისუფლებასთან ახალი სტრატეგიაა, რომელიც ვფიქრობთ, ასევე არ გავა. დაუშვებელია ვაჭრობა პირადი ხელშეუხებლობისთვის. ყველამ უნდა გაიგოს. დანაშაულის არგამოძიება/შეწყნარება იმის გამო, რომ პირი პოლიტიკოსია, უკვე დანაშაულია. სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, პოლიტიკოსი, კანონის შესაბამისად, განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და პოლიტიკაში ჩართულობა და რეინკარნაცია კი არა, ახალი ამბების ყურების სურვილიც არ უნდა ჰქონდეს. თავი რომ დავანებოთ მორალს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას” ნამდვილად არ გააჩნია.

აღნიშნული საზოგადოების დაკვეთაცაა ხელისუფლებისადმი, რის გამოც იქნა ის არჩეული უმრავლესობით… ჩვენი შეფასებით, როგორც ხელისუფლებას მოეთხოვება პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადების წინაშე, ისე მოეთხოვება ოპოზიციას, რომელიც მრავალგზისაა შემჩნეული უპასუხისმგებლო ქმედებებში და კვლავაც იმავე გზაზე დგას”, – აცხადებს ვეფხვია გულედანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები