ზვიად შალამბერიძე: ქუთაისის შესასვლელთან ბლოკპოსტების აღება დღეიდან იწყება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის შესასვლელთან ბლოკპოსტების აღება დღეიდან იწყება.

რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, სადაც დღეს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა – შალამბერიძის თქმით, იქ ბლოკპოსტები 22 მაისამდე იქნება.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სოფელ ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, იქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინე ზონა, თუმცა რჩება ბლოკპოსტები, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ. რაც შეეხება ბლოკპოსტებს ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელებთან – დღეიდან უკვე დავიწყებთ მათ აღებას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძე.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები