„სიყვარულის ეიფორია“ – პრემიერა მაყურებლის გარეშე

13 მაისს, 19:00 საათზე, შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის ონლაინპრემიერა – „სიყვარულის ეიფორია“ გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს იქნება პრემიერა მაყურებლის გარეშე.
ქორეოგრაფი: ნინო ლორთქიფანიძე;
მსახიობები: იაკო მიმინოშვილი, ბექა არსენიძე.
„სპექტაკლში ასახულია სასიყვარულო ემოციისგან გამოწვეული მოვლენების განვითარება სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანების, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ცხოვრების წესით, სურვილებით და მიზნებით. თითოეულის ცხოვრებაში სიყვარული გარდამტეხ როლს ასრულებს, უცვლის ჩვეულ რიტმს, უწევთ სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა და დასასრულიც განსხვავებული აქვთ. ასევე, სპექტაკლი დაკავშირებულია მსოფლიოში დღესდღეობით განვითარებულ მოვლენებთან და ნათლად წარმოაჩენს დღევანდელი რეალობის მთავარ, მიმდინარე პრობლემას. თანამედროვე და კლასიკური ჟანრის პანტომიმა სინთეზურადაა შერწყმული. პლასტიკის ენით გადმოცემული ემოციების ზღვა, სიყვარულის ქარტეხილებში მოხვედრილი ადამიანებისა, გულგრილს არცერთ მაყურებელს დატოვებს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია თეატრის ფეისბუქგვერდზე:
Shalikashvili Pantomime Theater · შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები