პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს, კორონა აღარ არის

„სამწუხაროდ, ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს, კორონა აღარ არის“, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს.

მისი თქმით, მოქალაქეებმა სიფრთხილის ყველა ღონისძიება უნდა დაიცვან.

„კორონავირუსი არსად არ წასულა, ვირუსი რჩება ჩვენს გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება. საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ, პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება.

სამწუხაროდ, ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს კორონა აღარ არის. ეს ასე არაა. კორონა რჩება.

კორონავირუსთან პირველი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა. ომი გრძელდება“- განაცხადა იმნაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები