შეხვდება თუ არა საქართველო ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით – პაატა იმნაძის განმარტება
შეხვდება თუ არა საქართველო ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით – ამასთან დაკავშირებით განმარტება „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„საქართველოში რესპირატორული დაავადების სეზონი იწყება ხოლმე ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში.
საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა. მსოფლიოში რაც იქნება, ის იქნება საქართველოშიც. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება ზამთარში, ან შემოდგომის ბოლოს.
დიდი ალბათობით, დაავადება მობრუნდება. მანამდე ვაქცინა შესაძლოა, არ მოესწროს, თუმცა იმედი მაქვს, რომ რაიმე ეფექტური ანტივირუსული საშუალება იქნება, რაც ვირუსის უკეთესად მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.