მარინა ეზუგბაია: პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დადასტურებულ შემთხვევებს გადააჭარბა
“დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებმა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“გუშინ გვყავდა 638 დადასტურებული პაციენტი და მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და 639-ია. 32 გამოჯანმრთელდა და არის 349. დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. კოვიდ ცენტრებში 279 პაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.