მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი.

“გუშინ გვყავდა 638 დადასტურებული პაციენტი და მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და რიცხვი 639-ია. 32 გამოჯანმრთელდა და არის 349. დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. 279 მკურნალობს.

ახალი შემთხვევას რაც შეეხება – კონტაქტები მოძიებულია, 4 კონტაქტია, რომელთა პისიარ დიაგნოსტირება, ანუ ვირუსზე კვლევა გამეორებას საჭიროებს და დღეს განმეორდება და დადასტურდება, რამდენად იქნება ეს პირებიც დადასტურებულები. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ტესტი გამეორებას ითხოვს, პასუხი მაინც უფრო უარყოფითია, ვიდრე  – დადებითი. ვიმედოვნებ, ასე იქნება.

კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია. საკარანტინე სივრციდან არის, თუ არ ვცდები. მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები