რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს
ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დასრულების ფაზაშია რუსთავის ერთ-ერთი ძველი და ისტორიული უბნის – კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, ასევე, მრავალფუნქციური და თანამედროვე სტანდარტების მასშტაბური ინფრასტრუქტურა ეწყობა ლეონიძის სახელობის სკვერში, ხოლო ქალაქის შიდა ქუჩებში ასფალტის საფარისა და ბორდიურების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მოადგილესა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად მოინახულა.
“მასშტაბური პროექტები გვქონდა 2020 წელში დაგეგმილი. 46 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტებია, ამ ეტაპზე. რუსთავში დავათვალიერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები. ვნახეთ კოსტავას გამზირი, სადაც ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება სამუშაოები და ქალაქი კულტურისა და დასვენების ულამაზეს პარკს მიიღებს. შემიძლია ვთქვა, რომ რუსთავში სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და შედეგი დადგენილ ვადებში იქნება მიღებული“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.