სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

სამტრედიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა. როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფიროსმანის გზის რეაბილიტაცია 2020 წლის პროექტთა შორის ერთ – ერთია, რომლის რეაბილიტაციაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განახლდა.

მათივე ცნობით, ფიროსმანის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დღის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “არქეოპოლისი” ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან  – თენგო ცაგურიასა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან – ზურა გოგიასთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილიბრივებს კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი წესების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები