ირანში, შეცდომით, ცეცხლი საკუთარ სამხედრო გემს გაუხსნეს – ათობით დაღუპულია
ომანის სრუტეში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი გემიდან გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა C-802 (Noor), სამხედრო სწავლებაში მონაწილე ქვეყნის მეორე გემის მისამართით გაუშვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 40 სამხედრო დაიღუპა, ათობით ზღვაში დაიკარგა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ირანის სამხედრო საზღვაო ძალებში დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ გარდაცვლილია, სულ მცირე, 19 პირი, 15 კი დაშავდა.