ტიტე აროშიძე: ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველა სტანდარტი დაცულია
“აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი”, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2-მეტრიანი დისტანცია.
ცნობისთვის, დღეს ბათუმის აგრარული ბაზარში ბოსტნეულისა და ქათმის სექცია გაიხსნა, უახლოეს დღეებში სხვა ტიპის სექციების გახსნაც იგეგმება. ბაზარში არსებულ მდგომარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის აგრარულ ბაზარში, მისი დახურვიდან დღემდე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანების სადგომი.