11 მაისს სალვადორ დალი დაიბადა
11 მაისი სალვადორ დალის დაბადების დღეა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფეისბუქგვერდზე მის ნაკლებად ცნობილ ნამუშევარს – „გოგონა ფანჯარასთან“ აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში იზოლაციის პერიოდს კარგად ეხმაურება.
პლანეტის ყველაზე ექსცენტრიული სიურეალისტი მხატვრის – სალვადორ დალის დაბადებიდან 116 წელი გავიდა.
„ხატვა, ესაა ხელოვნების გულწრფელი გამოვლინება. მასში ტყუილი დაუშვებელია. იგი ან კარგია ან ცუდი“ – სალვადორ დალი.
სალვადორ დალი – „გოგონა ფანჯარასთან“. 1925. დაცულია მადრიდში, რეინა სოფიას მუზეუმში.