აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის პრესმდივანს, კეტი მილერს კორონავირუსი დაუდასტურდა. კეტი მილერი, ასევე, დონალდ ტრამპის მრჩევლის, სტივენ მილერის მეუღლეა.

Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, პენსი 9 მაისის თათბირს არ ესწრებოდა, რომელიც დონალდ ტრამპმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან ჩაატარა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მაიკ პენსი თვითიზოლაციაში მხოლოდ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დარჩება, რადგან კორონავირუსზე 8 მაისს გაკეთებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები