ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი – გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუში მცხოვრებ ომის ვეტერანებს – ვალიკო საჯაიასა და გიორგი ჩოკორაიას სახლში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე კალათა გადასცეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ომის ვეტერანებმა საჩუქარი და მისალოცი ბარათი სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასგანაც მიიღეს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვების დღესთან ერთად, 94 წლის იუბილე მიულოცეს ერთ-ერთ ვეტერანს, სოფელ თაიაში მცხოვრებ ვალიკო საჯაიას და მხნეობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს მას.

“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანი ცხოვრობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად დახმარებას 600 ლარს მიიღებენ. მუნიციპალიტეტის მერიისგან კი მათ 1000-1000 ლარი მიიღეს”,- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები