სოფელ ჩიბათში გმირთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ყვავილებით შეამკეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ  ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ ჩიბათში გმირთა მემორიალი, ყვავილებით შეამკეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონული კვირას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

“9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ომში. მადლობა მათ შეუპოვარი ბრძოლისთვის. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. ქედს ვიხრი მათ წინაშე”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ფულადი სოციალური დახმარების სახით საქართველოს მთავრობამ სამამულო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 300-300 ლარი ჩაურიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები