ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკრძალებულად აღინიშნა.
ქალაქის ცენტრში აღმართულ ობელისკთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამჟამად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე – 4 ვეტერანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა პირად ანგარიშზე 1 000 – 1 000 ლარი დაურიცხა.