ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ხანძარის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძარმა კარამანიძეების საცხოვრებელი ფართი სრულიად გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციათების მართვის სამსახურში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი ამ დროისთვის, უცნობია.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.