ნინო წილოსანი: თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ წარმოდგენილი პროექტი ქალაქის ეკოსისტემის აღდგენის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა

პროექტი 700 ჰა ტერიტორიის, “დაწყებული მთაწმინდის ფერდობიდან დასრულებული კუს ტბის ფერდობის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების ყველა პრინციპის დაცვით გამწვანებას გულისხმობს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენითი სამუშაოების პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფონდ „ქართუსა” და თბილისის მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი პროექტი – თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა.

„ფონდ „ქართუსა” და თბილისის მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი პროექტი – თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა. პროექტი 700 ჰა ტერიტორიის, დაწყებული მთაწმინდის ფერდობიდან დასრულებული კუს ტბის ფერდობის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების ყველა პრინციპის დაცვით გამწვანებას გულისხმობს. დარგის სპეციალისტების, ეკოლოგების, ბიოლოგების, ურბანისტებისა და სხვათა ჩართულობით ტერიტორიის საფუძვლიანად შესწავლა, ასევე, გამხმარი და გაფუჭებული ხეების აღრიცხვა და დამატებით ახალი ენდემური ჯიშის ხეებისა და ნარგავების დათესვა მოხდება. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სასიარულო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები, რაც, ფაქტობრივად, ოთხსეზონიან, ლამაზ ეკოსისტემას შექმნის. პროექტის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მას განახორციელებს ფონდი „ქართუ”, დაახლოებით, 16 მილიონი ლარის დაფინანსებით. ქალაქის ეკოსისტემის აღდგენის ეს გრძელვადიანი ინვესტიცია, ფასდაუდებელია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და, დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები