სახალხო დამცველისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით, გენდერული თანასწორობის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი შემუშავდა

სახალხო დამცველისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით, გენდერული თანასწორობის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი შემუშავდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისი დახმარებით, დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების აქტუალურ საკითხებზე სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ.

“ძირითადი ტერმინები, სექსიზმი, არსებული გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ნორმები, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა — ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც კურსი აერთიანებს. იგი იძლევა პრაქტიკულ ცოდნას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის, ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, რომელიც ადამიანებს არა მარტო ცნობიერების ამაღლებაში, არამედ პროფესიული საქმიანობის წარმართვაშიც დაეხმარება.

ინტერაქტიული კურსი 3 მოდულისა და შესაბამისი სავარჯიშოებისგან შედგება. მისი გავლისთვის მსურველებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდებათ, დასრულების შემდეგ კი მათ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობაც ექნებათ. კურსი განთავსებულია ბმულზე www.genderequality.ombudsman.ge

ელექტრონული კურსი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო ტრეინინგცენტრის მიერ შემუშავებული მოდულის ქართულ კონტექსტზე მორგებულ ვერსიას წარმოადგენს. მისი ადაპტირება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: info@ombudsman.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები