დისტანციური სპექტაკლი – „1945“

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლით – „1945“ ეხმიანება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თეატრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, 9 მაისს, 15 საათზე აიტვირთება ნიკოლოზ საბაშვილის მიერ 2015 წელს დადგმული სპექტაკლი, რომელმაც თეატრალური პრემია „დურუჯი“ მიიღო.
რეჟისორი – ნიკოლოზ საბაშვილი;
სპექტაკლის მხატვარი – ბარბარა ასლამაზიშვილი;
მუსიკალური გაფორმება – თამაზ იმნაძე;
ქორეოგრაფი – ანა სანაია.
„სპექტაკლში გადმოცემულია ჰიტლერის ბავშვობისა და ახალგაზდრობის ებრაელებთან თანაცხოვრების წლები. ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჰიტლერის მიუწვდომელი სიყვარულია. ხელმოცარული ადოლფი მიემგზავრება პირველ მსოფლიო ომში, სადაც ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის. პოლიტიკური თამაშები მისი თავშსესაფარი ხდება. მომავალი დიქტატორის შერყეული ფსიქიკა პატრიოტიზმის მანტიას მოხდენილად ირგებს და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებულ ნაბიჯებსაც დგამს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი.
„1945“ სიმბოლოებით არის დატვირთული, თხრობა ეტიუდების ხერხის სახით გადმოიცემა. გამოყენებულია მინიმალური ტექსტები ებრაულ და გერმანულ ენებზე. ორიგინალური გადმოცემის მანერა მაყურებელს საშუალებას აძლევს, იყოს მოვლენების მონაწილე და განიცადოს ყველა ის ნიუანსი, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა ათი ათასობით ადამიანმა“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/MozardmakurebeltaTeatri/?eid=ARDTaU0WCg4AcRAxmNu4Q2Wd-ah42M7nxreSva3NJ2FnEKVzSeGVzrFXfRtnsp-Xa-wGk0QbvBCNoZCM

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები