იზოლაციის დღიურები: „ძველით ახალი სახლი“

ფოტოხელოვანმა გიორგი ცაავამ საინტერესო ფოტოპროექტის განხორციელება დაიწყო. იზოლაციის დღიურები – ასე ჰქვია მის პროექტს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მასშტაბით, ფანჯრებიდან დანახულ იზოლაციურ განწყობებს გვიზიარებს.

პროექტის მიზანია უარყოფით ინფორმაციულ გარემოში მხიარული და სამოტივაციო ფოტოების გადაღება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვა აუცილებელია. გადაღების პროცესიც დისტანცირებულად მიმდინარეობს.
ხელოვანის ფოტოობიექტივში მოხვდნენ: მწერალი დიანა ანფიმიადი, მხატვარი ზალიკო სულაკაური, უცხოელი მოგზაური თუ ახალგაზრდა წყვილი, რომელიც საგანგებო ვითარების დროს შეფარებულ ძაღლებზე ზრუნავს, „წითელი ჯვრის“ მოხალისე და სხვა საინტერესო ადამიანები, რომელთა მხატვრულ ფოტოებს მცირე ისტორიებიც ახლავს, სადაც რესპონდენტები იზოლაციის დროს თავიანთ საქმიანობასა და განწყობებზე საუბრობენ.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access-ის პროექტის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დაფინანსებით.
სახალისო და მამოტივირებელი ფოტოგადაღებები გრძელდება და ფოტოგრაფი უახლოეს მომავალში ახალ ფოტოისტორიებს გაგვიზიარებს. მანამდე კი უკვე გადაღებული ფოტოების ნახვა შესაძლებელია გიორგი ცაავას პროფესიულ გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები