ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსი მედიცინის 200-ზე მეტ მუშაკს აქვს დადასტურებული, ერთი გარდაცვლილია
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსს 49 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელიც ვლადიკავკაზის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მუშაობდა.
ამის შესახებ ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, რესპუბლიკაში COVID-19 მედიცინის 200-ზე მეტ მუშაკს აქვს დადასტურებული.
7 მაისის მდგომარეობით, ჩრდილოეთ ოსეთში ვირუსის 1436 შემთხვევაა დადასტურებული.