“უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც როგორც საერთაშორისო დონორების, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით ვმუშაობთ”

“ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე, სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ – სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ – დეველოპმენტის, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და შემდგომ – განათლება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით, ორ კვირაში მთავრობა წარმოადგენს სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო დონორების, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, უკვე სრულს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც ჩვენს საერთაშორისო დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით და ამ გეგმას წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები