7 მაისი და თბილისური წვიმის ამბავი

დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი, – გვამცნობს „ტფილისის ჰამქრის“ ფეისბუქგვერდი.
„თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა, ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა. 2015 წელს 7-ში არ უწვიმია. სამაგიეროდ, 13 ივნისს იწვიმა…. არც შარშან იწვიმა და კი ვართ სახლში გამოკეტილები. წელს თბილისი არ მოგვატყუებს!
ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს.
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ…
ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!“ – აღნიშნულია „ტფილისის ჰამქრის“ ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები