7 მაისი კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის დაბადების დღეა

დღეს ცნობილი კომპოზიტორი, რუსთაველის საზოგადოების კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიკა კვალიაშვილი დაიბადა.
ამის შესახებ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი აქვეყნებს ინფორმაციას.
„ჩვენი საზოგადოების სახელით ვულოცავ ქალბატონ მარიკას და ვუსურვებ, ,,ცოტა კიდევ გაუძელი, გულო,“ თქვენი სიმღერის ტექსტის რეფრენივით კი არა, ძალიან დიდხანს ყოფილიყავით ჩვენ გვერდით თქვენი ულამაზესი სიმღერებითა და ღირსეული მამულიშვილობით“, – წერს დავით შემოქმედელი.
კომპოზიტორი და პედაგოგი მარიკა კვალიაშვილი დაიბადა 1937 წლის 7 მაისს თბილისში. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო).
1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას;
თხზულებებიდან გამოირჩევა: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები;
2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; იგი ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილია.
მარიკა კვალიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქეა, არის წლის საუკეთესო კომპოზიტორი საესტრადო სიმღერებისთვის; ღირსების ორდენის კავალერი; წლის საუკეთესო პედაგოგი.

ფოტო: მარიკა კვალიაშვილი, დავით შემოქმედელი; გადაღებულია ,,იმედის’’ ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე…

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები