რუსთავში ავარიის შედეგად ავტომანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა
რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ავტომობილის მძღოლი მძიმედ დაშავდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, „მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დაშავებული გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.