ანრი ოხანაშვილი: უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან

უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ფრიდომ ფაუსის” ანგარიშში მოყვანილ დასკვნაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარებაა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით, “ქართული ოცნების” გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ, სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად.

„მმართველი გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შესაბამის ანგარიშებს. აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ უცნაურია, რომ „ფრიდომ ფაუსის” ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გააკეთეს. სწორედ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით, “ქართული ოცნების” გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემების მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები