აშშ-ის საელჩო საქართველოში: გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ რეგიონებში კორონავირუსის გამოწვევის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პროფესიონალების მიმართ
“კორონავირუსმა თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა. ყველას, ვისაც წვლილი შეგაქვთ რეგიონებში COVID-19-ის საპასუხო ქმედებებში, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
“COVID-19-მა თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა. იმ დროს, როდესაც ყურადღება უმეტესად დიდ ქალაქებზეა მიპყრობილი, ჩვენ გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ რეგიონებში ამ გამოწვევის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პროფესიონალების მიმართ. უფრო ნაკლები რესურსებით, დიდი დისტანციითა და ლოგისტიკური სირთულეებით, ეს პროფესიონალები ძირითად როლს თამაშობენ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ყველას, ვისაც წვლილი შეგაქვთ რეგიონებში COVID-19-ის საპასუხო ქმედებებში, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება”, – ნათქვამია განცხადებაში.