შუახევის მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის ბოსტნეულის ჩითილების გადაცემა დაიწყო

შუახევში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის – ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ფერმერებზე ბოსტნეულის ჩითილების უფასოდ გაცემა დაიწყო.

მიმდინარე პროცესს შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე ადგილზე გაეცნო.

როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ეკოლოგიურად სუფთა საჩითილე მასალა გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილი იქნა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი და ბულგარული, რომელთა საერთო რაოდენობა 350000 ცალს აღწევს. მოყვანილი ჩითილები, ასევე, ხულოსა და ქედის ფერმერებს დაურიგდებათ.

“აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, დღეიდან  მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა უფასოდ მიიღებს უხვმოსავლიან, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილებს. პირველ ეტაპზე, საცდელად, ერთ ოჯახს პომიდვრის 30 ჩითილი გადაეცემა. ჯამში, დღეს 120 000 ცალი ჩითილი გაიცა. პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ადგილობრივები ბოსტნეულის სხვადასხვა კულტურასაც მიიღებენ“, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები